ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, NDI-სი კვლევის შედეგები სიმშვიდის მომგვრელია. მისი თქმით, საუბარი იმაზე თუ რომელი ქვეყანა უფრო ძლიერია, აღქმული უნდა იყოს გეოგრაფიული რეალობიდან. ამის შესახებ ცისკარიშვილმა პრაიმტაიმთან საუბრისას ახალი კითხვის შეფასებისას განუცხადა.
ეს კვლევა ჩემთვის სიმშვიდის მომგვრელი კვლევაა. თუნდაც საუბარი იმაზე თუ რომელი ქვეყანაა უფრო ძლიერი, უნდა იყოს აღქმული გეოგრაფიული რეალობიდან. როცა ყურისძირში გყავს ოკუპანტი, იმას სრულად ვერტმფრენების გარდა არაფერი გააჩნდეს, მაინც უფრო საშიშია ჩვენთვის, ვიდრე ატომური ბომბებით გამორჩეული ამერიკის შეერთებულ შტატებში. არც თუ ისე დიდხანს უნდა ვიყოთ არხეინად იმ თემაზე, რომ თითქმის საზოგადოების მესამედს ევრაზიული ტყლაპოსკენ სურს გადაადგილება, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ექპერტის შეფასებით, უმუშევრობის პრობლემა იყო, არის და იქნება ყველაზე მძაფრი და პიროვნებებზე გათვლილი ძალიან მწვავე თემა.
ნუ გაუკვირდება ნურავის, რომ ჩვენთან სამსახურს ყველაზე მარტივად მოიძიებენ ხოლმე სახელმწიფო მოხელენი. იმდენად სწრაფად იზრდება სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობა, რომ არ გამოვრიცხავ იგივე საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც საბერძნეტს დაახლოებით 4-5 წლის წინ მოუვდა. ტერმინი ნეპოტიზმი უნდა ასცდეს ჩვენს სმენას და ამა თუ იმ მოხელის დასაქმება მხოლოდ პროფესიონალიზმზე იყოს დამყარებული , - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.