ნუცუბიძის პლატოზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები ამ წუთებში პროკურატურის წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრის წინ მათ პროკურატურასთან აქცია გამართეს, სადაც გამოძიების განახლებას, და პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას ითხოვდნენ.
ოჯახი ფიქრობს, რომ პაატა პავლიაშვილი არა ბუნებრივი სიკვდილით, არამედ სამართალდამცავთა მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა.