ჰეროინი , კოკაინი, ელესდე, მარიხუანა ცუდია, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ადამიანები ამისთვის უნდა გავრიყოთ - პრეზიდენტი

23:58 01-16-2018
171

„კითხვის ნიშანი დგას, ამ ცუდისთვის ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს?“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით "არჩევანში" გააკეთა.

„კითხვის ნიშანი დგას, ამ ცუდისთვის ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს? მე ვიცი, რომ ჰეროინი ცუდია, კოკაინი ცუდია, ელესდე ცუდია და მარიხუანა ცუდია, ისიც ვიცი, რომ სიგარეტი ცუდია და ისიც ვიცი, რომ ალკოჰოლი ძალიან მავნებელია, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ადამიანები ამისთვის უნდა გავრიყოთ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, ადამიანების გარიყვა მოხდა და მას კრიმინალისკენ უბიძგა საზოგადოების ქცევამ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე