კონკრეტულად ამ დანაშაულთან დაკავშირებით, დაკავებული არ გვყავს - გახარია ქუთათელაძის საქმეზე

13:43 01-17-2018
149

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ვინმეა დაკავებული.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შესახებაც ისაუბრა. 

გუშინ შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, ეს გახლავთ მაღალი პროფესიული დონის რამდენიმე სპეციალისტი, რომელცი გუშინ ჩაერთო გამოძიების პროცესში. გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და უახლოეს მომავალში ველოდებით შედეგებს. გუშინაც ვთქვი, რომ მესმის, რომ ეს არის რეზონანსული საქმე, ხვალინდელი დღიდან იქნება საგამოძიებო ჯგუფი საზოგადოების ურთიერთობის ჭრილში და ინფორმაციას გაუზიარებს. კონკრეტულად ამ დანაშაულთან დაკავშირებით, ჯერ დაკავებული არ გვყავს, - განაცხადა გახარიამ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე