პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას უპასუხა.
როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი შს მინისტრის პოზიციას იზიარებს.
საბედნიეროდ, გიორგი გახარია, ამ ხნის განმავლობაში აღმოჩნდა ერთადერთი პოლიტიკოსი მმართველი პოლიტიკური გუნდიდან, რომელმაც აბსოლუტურად ზუსტად გაიგო და განმარტა შეწყალების სამართლებრივი და მორალური მხარე, ამისთვის მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ნამდვილად კარგი შინაგან საქმეთა მინისტრია ბატონი გიორგი. რაც შეეხება მის განცხადებას ნარკორეალიზატორების მიმართ კანონის გამკაცრებას, აბსოლუტურად ვიზიარებთ. პრეზიდენტის პოზიცჯა და განწყობაა აბსოლუტურად ანალოგიური. ცხადია, ამ კუთხითაც მზად ვართ ვითანამშრომლოთ,- აღნიშნა აბაშიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საკითხი არავის არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია, თუმცა მაშინ, როდესაც საუბარია მძიმე ნარკოტიკების გამავრცელებლების შეწყალებაზე იმ დროს, როდესაც საუბარია კანონის გამკაცრებაზე, პრეზიდენტსაც აქვს ვალდებულება მსგავსი გადაწყვეტილებები უფრო მეტად იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის
ლილუ მიროტაძე