ორივე ძალიან ღირსეული კანდიდატია - აბაშიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კვირიკაშვილის და სერგეენკოს კანდიდატურებს აფასებს

18:11 01-17-2018
102

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ თავად პრეზიდენტი გააკეთებს განცხადებას იმასთან დკავშირებით, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. 

"მარგველაშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას და ამის შესახებ ის კი-ს ან არა-ს ტავად იტყვის. რაც შეეხება დღეს გაჟღერებულ კანდიდატებს, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" შიდა პოლიტიკური პრაიმერისთვის ემზადება. ორივე ძალიან ღირსეული კანდიდატია და სიამოვნებით დავაკვირდებით ამ პროცესს", - განაცხადა აბაშიშვილმა.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პრეზიდენტის ის განცხადებაც განმარტა, სადაც ის "ქართული ოცნების" მიერ მის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ აგორებულ შავ პიარზე ისაუბრა. 

"ზოგადად, როდესაც ადამიანს აბრალებ იმას, რისგანაც ის შორს არის და აცხადებს, რომ არ გაუკეთებია, ცხადია, ეს არის ზუსტად სავი პაირი და ის, რასაც ვისმენთ "ქართული ოცნების" ლიდერებისგან პრეზიდენტ მარგველაშვილის მისამართით", - განაცხადა აბაშიშვილმა.

აბაშიშვილმა პრეზიდენტის მიერ გუშინ "არჩევანში" გაკეთებულ სხვა განცხადებებზეც ისაუბრა. 

"პრეზიდენტი რომ პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, ცუდია, თუ ვინმემ ეს ოთხი წლის თავზე ნახა. პრეზიდენტი რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავს, ცუდია, თუ ეს ვინმემ ოთხი წლის თავზე გაიგო და ის, რომ პრეზიდენტი თიტოეული ადამიანის უფლებას იცავს, ცუდია, თუ ვინმემ ოტხი წლის შემდეგ დაინახა. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ის საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას იმკის სამწუხაროდ. ამზე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა აბაშიშვილმა. 

ავტორი: სალომე ჩადუნელი