პაატა იმნაძე: პირველად, ბოლო 3 წელიწადია ქვეყანაში ცოფის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა

19:27 01-17-2018
148

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომლის უვარგისობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით,  ბოლო 3 წელიწადია ქვეყანაში ცოფის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. 

"ტყუილია, არავითარი უვარგისი ვაქცინა არ ყოფილა. ეს ვაქცინა ქვეყნაში იყო, არავითარი გართულება არ ყოფილა. 25 წლის მანძილზე, პირველად ბოლო 3 წელიწადია ქვეყანაში ცოფის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ადამიანებში. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ჩვენ შემოტანილი გვქონდა, იყო აბსოლუტურად ეფექტური, ხარისხიანი და არც გართულება არ ყოფილა სერიოზული მთელი ამ წლების განმავლობაში ცოფის ვაქციასთან დაკავშირებით. ცოფის ვაქცინა კაცს, რომ არ გაუკეთო ადამიანი მოკვდება ცოფით. ამ ვაქცინის გაკეთების შემდეგ არცერთი ადამიანი ცნობით არ დაღუპულა. ამ ვაქცინის ჩანაცვლება მოხდა იმიტომ მოხდა, რომ მწარმოებელს გაუუქმეს პრეკვალიფიკაცია. სანამ ახალი არ შემოვიტანეთ, ეს ვაქცინა გავაგრძელეთ და უმოკლეს ვადაში ახალი შემოვიტანეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ვაქცინა არ ვარგოდა"- განაცხადა იმნაძემ.