საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ ქვეყანაში პარტიული კრიზისია.
ამის შესახებ გამზარდიამ NDI-ს კვლევების პოლიტიკური ნაწილის შეფასებისას პრაიმტაიმთან განაცხადა.
ქვეყანაში რომ პარტიული კრიზისია, ეს თბილისის მერობის არჩევნებმაც აჩვენა, როდესაც უპარტიო კანდიდატი ხმათა უმრავლესობით, მეორე ადგილზე გავიდა. ის, რომ სრული უმრავლესობა არის ყველა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგი, ხოლო ელექტორატული მაჩვენებლები მცირდება, გულისხმობს იმას, რომ პარტიული პოლიტიკა სერიოზულ კრიზისში შედის. ეს გარკვეულწილად გაფორმდა NDI-ს კვლევაში.
რაც შეეხება შედარებით წარმატებას, რაც აქვს სახელისუფლებო პარტიას, ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ერთი საშიში ტენდენციაა, რომ არის უმცირესობაში, მთლიანი ამომრჩევლის მხარდამჭერის კუთხით, მეორე მხრივ აჩვენებს, რომ ადმინისტრაციული რესურსები რაც არსებობს, ის მოქმედებს და მესამე, როგორც რუსეთშია მმართველი ძალა, რომელიც დარჩა დომინანტად და რატომ უჭერენ მხარს, არავინ არ იცის და რაღაცნაირად ტანამედროვე კომუნისტური პარტიის კონტექსტში ჩნდება, რომ ვიღაც ცდილობს მხარდაჭერა მუდმივად ერთი სუბიექტის მიმართ ჰქონდეს, დაახლოებით ასეა.
ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ ნაციონალური მძრაობის ელექტორატიც შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ მყარ ელექტორატად მოიზარებოდა. ის მცირე ნაწილიც, რაც გადანაწილებულია ევროპულ საქართველოზე, 3% ესეც ნაციონალური მოძრაობის იმ ელექტორატის ძირია, რაც გადაყვა ლიდერებს, - აცხადებს გამზარდია.