არჩილ გამზარდია ბაგა-ბაღებში შექმნილ პრობლემებს ახალ ხელმძღვანელობას აბრალებს

13:20 01-18-2018
182

ტელეწამყვანი, ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომელმაც "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების კვების რაციონი გააკრიტიკა, თბილისის მერის მიერ დღეს ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

გამზარდია "პრატიმაიმთან" საუბარში ბოლო პერიოდში ბაგა-ბაღებში წარმოქმნილ პრობლეებს მთლიანად ახალ ხელმძღვანელობას აბრალებს. 

"მესმის ბატონი მერის ახსნა, მაგრამ ბოლო 3 წელიწადში მშობლები კმაყოფილები იყვნენ ბაღებში კვებით. ერთ მშვენიერ დღეს უმრავლესობა გახდა უკმაყოფილო. დრევანდელმა ხელმძღვანელობამ რატომღაც სამუშაო საკიტხად აირჩია ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ პრობლემები მოეგვარებინა, მიადგნენ საკითხს, რომელიც მოგვარებულია და კმაყოფილი მომხმარებელი ყავდა. იმის ნაცვლად, რომ ბაგა-ბაღებში ჯგუფებზე ბავშვთა რაოდენობაზე და აღმხრდელების კვალიფიაკციაზე ემუშავათ, პირველ თემად განიხილეს მაინცდამაინც ცვლილებები კვების ნაწილში. დეკემბრის ბოლო კვირას სწორედ კვების პრობლემების გამო გამოუშვეს აღსაზრდელები დროზე ადრე არდადეგებზე. მომწოდებელი კომპანია, რომელიც დაიქირავეს, აღმოჩნდა მოუმზადებელი. მათ თვითონვე განაცხადეს, რომ თუნდაც ის, რომ ღვინის ყუთში ჩაასხეს რძე, შეიძლება დაცული იყო, მაგრამ მაიცნ კითხვის ნიშნებს აჩენს. გარდა ყუთებისა, ჩნდება კითხვები, ხომა რ არის გაყალბებული სხვა რაღაცებიც კვების დონეზე. ბავშვების სკოლამდე აღზრდის საკითხებში იმდენი უხეხულობა შეიქმნა, ბუნებრივია, შეშფოთების საგანს იწვევს. ბუნებრივია, არ გვინდა, რომ ბავშვები არც ნაევრადშიმშილობის რეჟიმში იყვნენ ბაღში და არც დაავადებულები გამოუშვან ბაღიდან. 

ისეთი შთაბეჭდილება გაჩნდა, ხომ არ არის დაინტერესებული ბაღების სააგენტო და მერია იმაში, რომ ეს შფოთი აწყობთ, რომ მშობლების დიდმა ნაწილმა ბავშვები გამოიყვანოს ბაღებიდან, რადგან უჩივიან, რომ დიდი ნაკადია ბავშვებისო, და ხომა რ ცდილობს ბაღების სააგენტო თავი დაიზღვიოს მომატებული ნაკადისგან და შემდგომ ე.წ. უფასო ბაღები, რომელიც ჩვენი გადასახადისგან ფინანსდება, დაიცალოს და ბაღებში დარჩეს მცირე რაოდენობა, და მხოლოდ სიღატაკის ზღვარს მიღმა მოქალაქეების შვილები დარჩნენ. ეს უცნაური სტრატეგია შტაბეჭდილების დონეზე რჩება, რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ეს ასეა. 

თბილისის მერი კახა კალაძე ბაგა-ბაღებში კვების რაციონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაციები "ცრუ და დაუსაბუთებელია". მერმა კვების რაციონიც წარმოადგინა და შესაბამის სამსახურებს საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა დაავალა ამ საკითხზე.

ავტორი: ლილუ მიროტაძე