ეკა გიგაური ფიქრობს, რომ არის შანსი, უმრავლესობამ მაუწყებელთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს

16:39 01-18-2018
125

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ფიქრობს, რომ შესაძლოა, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს. 

როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს უმრავლესობაში ის ნაწილი, ვინც ამ კანონში ცვლილებებს არ ემხრობა, ბოლომდე საკუთარ პოზიციაზე დარჩება. 

"შანსი არსებობს, მითუმეტეს, რომ უმრავლესობაშიც ამ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს დისკუსია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ჯგუფი უმრავლესობაში, რომელიც არ ემხრობა ცვლილებებს, მათი პოზიციები უფრო ძლიერი იქნება. სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, ძალიან აქტიურად ვმონაწილეობდით დისკუსიაში საკომიტეტო მოსმენებში, შემდეგ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი ხედვები. ასევე ვთხოვეთ პრეზიდენტს, გამოეყენებინა ვეტო-ს უფლება. ეს უფლება გამოიყენა და ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემატური საკითხები, რაზეც საუბარია კანონში, არ იქნას მიღებული, რადგან ეს უფრო გაუმჭვირვალეს გახდის მაუწყებლის ბიუჯეტს ხარჯვით ნაწილში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ ჰქონდეს დამატებითი შემოსავლების მიღება. ვფიქრობ, ის დაფინანსება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, საკმარისია იმისთვის, რომ მან შეასრულოს ის პრიორიტეტები, რაც გააჩნია",- განაცხადა გიგაურმა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე