„რომ ლაპარაკობდა, ამ მარწყვივით ტუჩებს ისე ლამაზად ამოძრავებდა“ - როგორ იხსენებს გადაცემაში კოცნას გია ჯაჯანიძე - EXCLUSIVE

14:19 01-19-2018
7128

გადაცემაშისხვა რაკურსიგუშინ კურიოზები გვაჩვენეს. ერთ-ერთ ფრაგმენტში გია ჯაჯანიძემ სოფია სებისკვერაძეს გადაცემის მსვლელობის დროს უთხრა, - ძალიან მინდა ტუჩებში გაკოცოო. სოფიაც არ დაიბნა და ტელეწამყვანისკენ გადაიხარა. მალევეკრუპნიკადრისთვის მეორე კოცნაც მოითხოვა ტელეწამყვანმა.

ჩვენ გიას დავუკავშირდით და ამ თამამ ნაბიჯზე რამდენიმე კითხავა დავუსვით.

- გია, ხომ არ შეგრცხვა გადაცემის შემდეგ, ხომ არ ინანე შენი საქციელი?

- გამიგია, კაცი ასაკში რომ შედის პატარა გოგოები მოსწონსო. ადრე მიუღებელი იყო ეს ამბავი ჩემთვის, ვბრაზობდი კიდეც ამ ასაკიან კაცებზე, მაგრამ იმ გადაცემაში არ ვიცი რა დამემართა. მარწყვივით ტუჩები ჰონდა სოფიას. რომ ლაპარაკობდა, ამ მარწყვივით ტუჩებს ისე ლამაზად ამოძრავებდა, თეთრ, ბროლივით კბილებს ისე ეხებოდა ეს ულამაზესი ტუჩები, კიდევ კარგი გონზე მოვედი, ნებართვა მაინც ავიღე კოცნაზე და პირდაპირ არ ვეძგერე. ახლა უკვე იმათიც მესმის პირდაპირ რომ ეძგერებიან ხოლმე გოგონებს. მე ჩემმა მოკრძალებამ გადამარჩინა.

- ამ კოცნას უკუჩვენებები არ მოჰყოლია? ასეთი ლამაზი მსახიობი მარტო ხომ არ იქნებოდა, საქმე ხომ არავინ გაგირჩია?

- ვიკითხე, კაცო, მანამდე, მე მოხუცი ვარ, დებილი კი არა! რომ ეთქვა ქმარი მყავსო, ამას როგორ ვიზამდი, ხომ წამაჭრიდნენ ყველაფერს (იცინის)... რა უცნაურია, აი ახლა ამ ამბავს რომ გიყვები, ისევ ის შეგრძნებები განმიახლდა. ისეთი გრილი ტუჩები ჰქონდა...

- გია, შეყვარებული ხარ, მგონი... ხომ არ გაგრძელდა მიმოწერა ამ გადაცემის შემდეგ?

 

- არა, ყველაზე დიდი და ამაღელვებელი ის არის, რომ ის ერთი კოცნა დარჩა. ესაა ცხოვრება, მოვიდა, გაიშრიალა და გაფრინდა. დღესაც რომ ვხედავ სითბო ჩამეღვრება ხოლმე გულში.

ნინო მჭედლიშვილი 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი