„გამოვეხმაუროთ დავით სოკოლოვის სამარცხვინო ყოფას“ - გიორგი კალანდია

14:12 01-20-2018
4191

ჟურნალისტი და ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, ცნობილი წამყვანის დავით სოკოლოვის ხანდაზმულთა ჰოსპისში ცხოვრებას, თავისფეისბუკგვერდზე ეხმაურება.

ლეგენდარული დიქტორი, ადამიანი და პროფესიონალი! როგორი სირცხვილია ქვეყნისთვის, რა გაუჭირდა ტელევიზიას ამისთანა რომ ეს ხელისხელ საგოგმანებელი კაცი ამ დღეში არ ჩავარდნილიყო! მერე ვიტყვით დანანებით ფიროსმანი კიბის ქვეშ მოკვდაო, ისტორიისაგან ვერაფერს ვერ ვსწავლობთ! ლიტონია ჩვენში ყველაფერი!“ - აღნიშნავს გიორგი კალანდია.

ის ასევე თხოვნით მიმართავს მეგობარ ჟურნალისტებს, რომ გამოეხმაურონ დავით სოკოლოვის ხანდაზმულთა ჰოსპისში ცხოვრებას.

ყველა ჩემს მეგობარ ჟურნალისტს მინდა ვთხოვო გამოეხმაურონ დავით სოკოლოვის ასეთ სამარცხვინო ყოფას! ეს არა მარტო პროფესიული სოლიდარობაა, არამედ საკუთარი მომავლის დაზღვევა! სუპერ პროფესიონალებს უზრუნველყოფილი სიბერე ეკუთვნით! თუ დაიკიდებთ ახია თქვენზე, სამყაროში არაფერი იკარგება და არაფერი რჩება უპასუხოდ, მათ შორის გულგრილობაც!“ - წერს გიორგი კალანდია საკუთარფეისბუკგვერდზე.

ავტორი: საბა ხვიჩია