ედ შირანი ბავშვობის მეგობარზე ქორწინდება

20:23 01-20-2018
332
თეგები: ედ შირანი

ბრიტანელმა მომღერალმა ედ შირანმა თავის Instagram-ზე აწერა, რომ ის და მისი შეყვარებული, ბავშვობის მეგობარი ჩერი სიბორნი დაინიშნენ.

მომღერალმა სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "ძალიან ბედნიერები და შეყვარებულები" არიან, მათთან ერთად კი მათი კატებიც. 

წყვილმა ერთმანეთი სკოლაში სწავლის დროს გაიცნეს, თუმცა ერთმანეთთან 2015 წელს დაახლოვდნენ. 

ჩერი ინგლისელი ჰოკეისტია, რომელმაც 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის გუნდისთვის ბრინჯაო მოიპოვა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე