რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.