დავით სოკოლოვზე სიუჟეტის ნახვის შემდეგ საზოგადოება ალაპარაკდა იმაზე, რომ ისეთი ცნობილი ტელეწამყვანი, როგორიც დავით სოკოლოვია მიუსაფარი მოხუცებულების პალიატიურ ჰოსპისში არ უნდა ცხოვრობდეს. საზოგადოების ნაწილი მთავრობას ადანაშაულებს, ნაწილი კი ოჯახის წევრებს. რეალური მიზეზის გასარკვევად „პრაიმთაიმი“ დაუკავშირდა ცნობილი წამყვანის - დავით სოკოლოვის სიძეს, გია გოგორიშვილს, რომელიც სოკოლოვის მიუსაფარ მოხუცებულების პალიატიურ ჰოსპისში ყოფნას „ქვეყნის არევას“ აბრალებს.
„მას ბინის ორდერიც აქვს და ყველაფერი, მაგრამ ერთის მხრივ თავშესაფარი კარგია, რომ უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით და კვებით. "ქუჩაში არ არის". მე როგორც ვიცი ეს საკმაოდ კარგი მოხუცებულების პალიატიური ჰოსპისია. ოთხ ოთახიანი ბინის ორდერიც მისცეს შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, მაგრამ შემდეგ აირია ქვეყანა“ - განაცხადა გია გოგორიშვილმა.
ჩვენ ვეცადეთ დავით სოკოლოვის შვილთან დაკავშირებასაც, რომლის კომენტარსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი წამყვანი, დავით სოკოლოვი უკვე მესამე თვეა წმ. მამა გაბრიელის სახელობის მიუსაფარ მოხუცებულების პალიატიურ ჰოსპისში ცხოვრობს.
ავტორი: საბა ხვიჩია
რა კომენტარს აკეთებენ დავით სოკოლოვის ოჯახის წევრები? - " ქუჩაში არ არის "
