მიტროპოლიტი დიმიტრი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში ახალი ეპიზოდი დაიწყება

22:02 01-20-2018
108

ამბიონიდან პატრიარქობის ერთ-ერთმა, სავარაუდო, კანდიდატმა, პოლიტიკური გზავნილები გაახმაურა.

"კურიერის" ინფორმაციით, ფოთელი მიტროპოლიტი დიმიტრი დარწმუნებულია, რომ ციანიდის საქმეში ახალი ეპიზოდი დაიწყება, რადგან თუ არსებობს დანაშაული და მას ჰყავს შემსრულებელი, მაშინ უნდა გავიდნენ დამკვეთამდეც.

ვინ აპირებდა ციანიდის საქმით საპატრიარქოს ყველაზე გავლენიანი ქალის - შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ვერ ასახელებს. თუმცა, ის ღიად აკრიტიკებს საპატრიარქოს და ამბიონიდან ამბობს, რომ ეს მთელი ეკლესიის დიდი სირცხვილია. ის ეჭვობს, რომ „საუკუნის საქმედ“ წოდებული დანაშაული დიდი სპექტაკლის ერთი ეპიზოდია.

მიტროპოლიტი გრიგოლი ციანიდის საქმის სამართლიან გამოძიებას უკვე 11 თვეა, ხმამაღლა ითხოვს, ის იმ უიშვიათეს გამონაკლისებს შორის არის, ვისაც შეუძლია, ამბიონიდან გააკრიტიკოს ეკლესიაც და ხელისუფლებაც.

სინოდის წევრების უმრავლესობის მსგავსად ციანიდის საქმეზე საუბარი არ სურს დაპატიმრებული დეკანოზ გიორგი მამალაძის სულიერ მოძღვარსაც.

გაიზრდება თუ არა ციანიდის საქმის დამნაშავეთა წრე, არავინ იცის, სინოდის 47 წევრიდან კი ხმამაღლა ამ საქმეზე მხოლოდ 2 საუბრობს. ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც მეუფე გრიგოლის ქადაგება მოიწონა.

„საუკუნის საქმე“ 11 თვის შემდეგ ისე აქტუალურია. დანაშაულს, რომელსაც ისევ ბურუსი ფარავს ორი მთავარი მოქმედი პირი ჰყავს - 9 წლიანი პატიმრობით დასჯილი დეკანოზი მამალაძე და დანაშაულის ობიექტი მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე