"31 იანვარს ველით მთვარის დაბნელებას ლომის ზოდიაქოს ნიშანში...უნდა მოვუსმინოთ გულს ისე, როგორც არასდროს" - ასტროლოგი

10:45 01-22-2018
1463

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა სოციალურ ქსელში 31 იანვრის შემდგომ, ასტროლოგიურად ახალ პერიოდთან დაკავშირებით წერს.

როგორც ასტროლოგი ამბობს, 31 იანვარს მთვარის დაბნელება მოხდება ლომის ზოდიაქოს ნიშანში, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ამ პერიოდში ისე როგორც არასდროს მოუსმინოს ყველა ადამიანმა საკუთარ გულს. 

"მეგობრებო, მართალია ჯერ ცოტა ადრეა და ახლო მომავალში გაცილებით უფრო ვრცელ პოსტსაც შემოგთავაზებთ ამ თემაზე, მაგრამ მინდა გაითვალისწინოთ რომ იანვრის ბოლოს იწყება ე.წ "დაბნელებების კორიდორი" - 31 იანვარს ველით მთვარის დაბნელებას ლომის ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ამ პერიოდში ისე როგორც არასდროს მოუსმინოს ყველა ადამიანმა საკუთარ გულს, დაფიქრდეს რამდენად ცხოვრობს გულით და სიყვარულით. ლომი ზოდიაქოს ყველაზე "გულიანი" ნიშანია, შესაბამისად მთვარის დაბნელება ამ ნიშანში აქტუალურს გახდის თემებს რომელიც ემოციებს, სასიყვარულო თუ პირად კავშირებს შეეხება. ეს დღე ბევრ ადამიანს "დატესტავს" ემოციურ გულწფელობაზე. ამიტომ მანამ სანამ თვის ბოლო დამდგარა, დაფიქრდით -რამდენად გულწრფელი ხართ თქვენს ემოციებში, გრძნობებში, დამოკიდებულებებში ახლობელი ადამიანების მიმართ. ჩვენი საუკუნე სამწუხაროდ "ემოციური ხეიბრობის" საუკუნეა. იმდენად ვართ დაკავებული ყოველდღიური საქმეებით, პრობლემებითა და წვრილმანი ხლაფორთებით საერთოდ აღარ გვრჩება დრო საიმისოდ, რომ ვიცხოვროთ გულით. ზუსტად ამიტომ გახშირდა ადამიანებში სნეულებები, ნებისმიერი დაავადება ხომ სულის დაზიანებიდან იწყება. ჰოდა მეგობრებო, თვის ბოლომდე აუცილებლად გამონახეთ დრო გულწრფელი ემოციებისთვის, ურთიერთობებისთვის და სიყვარულისთვის. სამყარო კანონზომიერია, ყველა ემოცია რომელსაც კოსმოსში აგზავნით არანაკლები სიძლიერით გიბრუნდებათ უკან. ოღონდ ეს გულის სითბო აუცილებლად უნდა იპოვნოთ პირველ რიგში თავად თქვენში", - წერს ბეკალავა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე