„აღიარე მკვლელობა! უნდა აღიარო მკვლელობა!“ - ალექსანდრე კობაიძე

17:00 01-22-2018
229

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დროებით დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას სამართლებრივ შეფასებას მისცემს.

„აღიარე მკვლელობა! უნდა აღიარო მკვლელობა! შენ მკვლელი ხარ! და სხვა ფრაზები, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ნათქვამი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან გიორგი ჭანტურიას მიმართულოებით. სწორედ  ამ სახის ზეწოლა იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე  გიორგი ჭანტურიაზე. მე აუცილებლად სამართლებრივ შეფასებას მივცემ ამ ყველაფერს“ - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

აღსანიშნავია, რომ შსს გამოეხმაურა ალექსანდრე კობაიძის განცხადებებს და აღნიშნა, რომ კობაიძის განცხადებები სიმართლეს არის მოკლებული.

ავტორი:საბახვიჩია