"ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს გავიზიარებთ..." - რატიანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

17:04 01-22-2018
117

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოს მხარს დაუჭერენ.

ამის შესახებ  რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ პარტია ამ ვეტოს ითხოვდა.

"ევროპული საქართველო" ითხოვდა ამ ვეტოს. არაერთხელ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი ვნებს როგორც თავისუფალ  მედიას, ისე ქმნის კორუფციის საფრთხეებს, შესაბამისად, ჩვენ ამ ვეტოს გავიზიარებთ", - განაცხადა რატიანმა.

კითხვაზე, უფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ ოპოციზია გაერთიანებულიყო და ერთიანი ძალით გაეთანათ პრეზიდენტის ვეტო, დეპუტატი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს. 

"ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშნელოვანი კანონი. ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შევაჩეროთ ამ კანონის მოქმდება. კამათი როდესაც მიდიოდა ამ კანონის შესახებ, ვხედავდით, რომ უმრავლესობაშიც არ იყო ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება, შესაბამისად, გვაქვს იმედი, რომ უმრავლესობაშიც არიან ადამიანები, რომლებიც არ დაუჭერენ ამ კანონს მხარს", - განაცხადა დეპუტატმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე