"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი თვლის, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკო საქართველოს რუსეთის მიმართ სანქციების მექანიზმში ჩართვაის შეთავაზება იმას მოწმობს, რომ საქაართველო ამ მხრივ არ აქტიურობს.
ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ამის გამო აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას" ოპოზიცია წლებია უკვე.
"ეს განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ ქართული მხარე აშკარად არ აქტიურობს ამ მიმართულებით, რაზეც ზოგადად ოპოზიცია წლების განმავლობაში ვაკრიტიკებდით. ის, რომ საქართველო არ აქტიურობს რუსეთთან მიმართებაში, ის, რომ არ უქმნის პრობლემას რუსეთს, ის, რომ ფაქტობრივად სანქციების დროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ არის თემა", - განაცხადა დეპუტატმა.
პეტრო პოროშენკომ ირაკლი კობახიძეს შესთავაზა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განახლების მექანიზმში გაერთიანდეს. უკრაინის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთს კიევში, 19 იანვარს შეხვდნენ.
პოროშენკოს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მეთაური ხაზს უსვამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმი გაუმჯობესდა და ქართულ მხარეს შეუძლია, ამ პროცესს შეუერთდეს.