საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი რუსთავში მოკლული გენერალ სამსონ ქუთათელაძის თანამეწილე გიორგი ჭანტურიას ბრალდებას, რომ მასზე დაკიტხვისას ზეწოლას შს მინისტრის მოადგილე ახორციელებდა, პასუხობს.
როგორც ვოლსკიმ განაცხადა, საქმეში ღრმად ჩახედული არაა, თუმცა ჭანტურიას რაიმე ზეწოლის ნიშანი არ ეტყობა.
"არ ვარ გამოძიებელი, არც ამ თემაში ვარ ღრმად ჩახედული, ყოველშემთხვევაში გიორგი ჭანტურიას რაიმე ზეწოლის ნიშანი არ ეტყობა. გამოძიების დროს თუ ზედმეტი კითხვა დაუსვეს, ეს არ უნდა გავიგოთ დადასტურებულ ფაქტად. გამოძიება გრძელდება, იმედია მალე გამოვლინდება დამნაშავე", - განაცხადა ვოლსკიმ.
ყოფილ პროკურორს გიორგი ჭანტურიას შს მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე მკვლელობის აღიარებას სთხოვდა – ეს განცხადება “დილის კურიერთან” ჭანტურიას ადვოკატმა გააკეთა. ალექსანდრე კობაიძე ყვება, რომ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი ჭანტურიას მაშინ შეხვდა, როდესაც ის დაკითვაზე ხელმეორედ დაიბარეს.