თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ნასროლ ტყვიაზე მისი სისხლის კვალი არ აღმოჩნდა - მარიამ კუბლაშვილი

19:16 01-22-2018
1183

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დღეს თბილისის პროკურატურაში, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ფარგლებში, ბიოლგიურ დასკვნას გაეცნო. მისი განმარტებით,  ტყვიაზე არ ფიქსრიდება მაჩალიკაშვილის სისხლის კვალი.

„ერთადერთი, რაც არ დადასტურდა და რაც, ალბათ, შემდგომი მსჯელობის საგანი გახდება, არის ლითონის ფრაგმენტი, -  როგორც ექსპერტიზაშია მითითებული -  ტყვია , რომელიც გავიდა კედელში და მასზე არ აღმოჩნდა სისხლის კვალი. მე ვფიქრობ, რომ  უნდა აღმოჩენილიყო  სისხლის კვალი. შესაძლებელია, მეორე ტყვია ყოფილიყო? გამორიცხული არაფერია. არსებული მტკიცებულებებით, მე ჯერ ვერ მივცემ თავს უფლებას, ვადასტურო ეს საკითხი“ - განაცხადა  მარიამ კუბლაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დეკემბრის ბოლოს, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე ის საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.