ალასკასთან 8,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

15:04 01-23-2018
358

ალასკის დასავლეთ სანაპიროზე, 8.2 მაგნიტუდის მიწისძვრით გამოწვეული ბიძგები ეპიცენტრიდან 256 კილომეტრის რადიუსში გავრცელდა. 

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კოდიაკიდან 300 კილომეტრში მდებარეობდა. მომხდარის შემდეგ მიწისძვრის რადიუსში ცუნამის განგაში გამოცხადდა.

ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.