„ასე მეუბნებოდა ნარმანიაც“ - დავით სოკოლოვი, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება

17:35 01-23-2018
1334

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისი მერობის პირობებში ყველას, ვისაც საცხოვრებელთან მიმართებით პრობლემები აქვს, მოგვარებული იქნება. როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი მერობის პერიოდში ბატონი დავით სოკოლოვის ოჯახის პრობლემაც ამ მიმართულებით იქნება მოწესრიგებული.

მერის ამ განცხადებას დავით სოკოლოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თბილისის მერმა შეიძლება კიდევ ათი წელი მოანდომოს ამ საქმის ბოლომდე მიყვანას.


“კახი კალაძე არ არის საქმის კურსში. მე არასდროს მქონია მშენებელთან საქმე. მე მქონდა საქმე მერიასთან, რომელსაც ჩემი ზარალის ფული მართებდა. თბილისის მერს შეიძლება ათი წელი დასჭირდეს ამისთვის. ზუსტად მასე მეუბნებოდა ნარმანიაც მაგრამ შედეგს ხედავთ. მაგის თანამშრომლები მე რომ პასუხს მაძლევდნენ „თქვენს მტერს“. - აცხადებს დავით სოკოლოვი „პრაიმთაიმთან“ საუბრის დროს.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი წამყვანი, დავით სოკოლოვი უკვე მესამე თვეა წმ. მამა გაბრიელის სახელობის მიუსაფარ მოხუცებულების პალიატიური ჰოსპისში ცხოვრობს.


ავტორი: საბა ხვიჩია