ბექა წიქარიშვილს ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა

13:05 01-24-2018
145

„თეთრი ხმაურის“ აქტივისტს - ბექა წიქარიშვილს, მოსამართლემ თოთხმეტ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დაკითხულები იყვნენ ის ორი მანდატურიც, რომლებმაც ბექა წიქარიშვილი გუშინ საქალაქო სასამართლოს ეზოში დააკავეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს მიმართულებით ჯერ ქვა ისროლა, შემდეგ კი შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდა სასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბექა წიქარიშვილი, მსახიობ თორნიკე ბზიავასთან ერთად საქალაქო სასამართლოს ეზოში მსახიობ - გიორგი გიორგანაშვილის ხმაურიანი პროცესის შემდეგ დააკავეს. როგორც ბექამ აღნიშნა სწორედ ის რომ მსახიობს რვა წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გახდა მისი ქმედებების მიზეზი.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე