„მარტო მე არ მყავს ნათლულები, არიქა, ბოზობა არ დაანათლოსო“ - იუნა შაფათავა

16:12 01-24-2018
5567

„მარტო მე არ მყავს ნათლულები - არიქა ბოზობა არ დაანათლოსო და არეული გიჟი ცხოვრება... თქვენ ხომ გყავთ ნათლიები-ჩემი და დეასები კი დროში და სივრცეში დაკარგულან, კარგად იყვნენ სადაც არიან...

აი ავიღებ ოსკარს, ნობელის პრემიას და ტრილიარდერი ქმარიც მეყოლება და მერე შემეტენეთ - ბავშვი მომინათლე, იუნა. 

მაგარი მახსოვს, უახლოესმა მეგობარმა -ოღონდ ბავშვი გამიჩნდესო...უზარმაზარი როლი ვითამაში მის გაბედნიერება გათხოვება შვილის გაჩენაში და ჩემი ნათლიობა იუკადრისა და ჩვენს საერთო მეგობარს სთხოვა,შენ მომინათლეო...2 შვილის მამას აწყობილი ცხოვრებით...ხო და ის 2 შვილის მამა 5 წელი ცოლს ატყუებდა და ვისთანაც ღალატობდა, უკვე უცბად გაშორებული, ახალ საყვარელთან ერთად მივიდა ნათლობაში...შოკი იყო მოსანათლის დედასთვის.

ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ნათლია ვიქნები თუ არა,ღმერთმა არავის დაგაჭირვოთ,ჩემი იმედის ქონა მომაკვდავსაც და დაკარგულსაც შეუძლია,მე არავის განვსჯი, მაგრამ ნათლიებს ფულით და სტატუსით რომ არჩევთ, რა ვუყოთ მაგას....
მოიცათ ცოტა ხანი, ცხოვრება გრძელია,ღმერთი კი - სამართლიანი....ამბობენ, დამსახურებითაა სამოთხე და ვნახოთ,ვის რა სამოთხე გველის...ჩემი ჯოჯოხეთი იმდენად რთულია,ღმერთია მოწმე ამ ნათლისღებას, რა კუპრის წრეები გამომივლია და გავდივარ კიდევაც, ღიმილით და უკანმოუხედავად, კვნესის გარეშე...
კენწეროში გატკბილდების, დიდება ღმერთს და ნათლისღებას!“

ამ სტატუსით იუნა შაფათავამ ნათლისღება მიულოცა თავის ფეისბუქმეგობრებს.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი