"თუ მიდიხარ, უნდა წახვიდე ღირსეულად!..." - ნოდარ მელაძე აკაკი გოგიჩაიშვილს პასუხობს

18:09 01-24-2018
1075

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ტელეკომპანიიდან აკაკი გოგიჩაიშვილის წასვლას და სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებულ სკანდალურ განცხადებას ეხმაურება.

როგორც მელაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, 

კი, რუსთავი 2 ჩემია... ჩემია იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ასეთი მედია ძალიან სჭირდება ქვეყანას... თუ რამე არ მომწონს, აქ ვამბობ, აქ ვარჩევ, აქ ვმსჯელობ... თუ მიდიხარ, უნდა წახვიდე ღირსეულად!!!, - წერს მელაძე.

აკაკი გოგიჩაიშვილმა განცხადებაში რუსთავი 2-დან წასვლის მიზეზები განმარტა და არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მიკერძოებულობაში დასდრო ბრალი. 

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე