ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში შეიძლება ისევ გადაიდოს

18:50 01-24-2018
162
თეგები: ელტონ ჯონი

გამოცემა mirror-ის ინფორმაციით, 70 წლის პოპულარული მომღერალი, ელტონ ჯონი მუსიკალურ კარიერას ასრულებს. როგორც მედია წერს, მომღერალი ბოლო მსოფლიო ტურნეს დაანონსებს.  ელტონ ჯონი სპეციალურ განცხადებას ამასთან დაკავშრებით დღეს გააკეთებს. განცხადებას მომღერლის წარმომადგენლები ლონდონსა და ნიუ-იორკში დღეს, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებენ.

2017 წელს ელტონ ჯონმა კონცერტი 87 კონცერტი გამართა. ის საქართველოშიც უნდა ჩამოსულიყო, თუმცა Black Sea Arena“-ზე 2017 წლის 16-17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტები ჯგუფის წევრის ავადმყოფობის გამო გადადო.