ეკა დემეტრაძე "ბახალას" განაჩენზე: "ახლა უკვე მოხდა ისეთი რამ, რაც ალბათ, ვეღარ გაგვაჩერებს"

21:06 01-24-2018
857

"ახლა უკვე მოხდა ისეთი რამ, რაც ალბათ, ვეღარ გაგვაჩერებს" - ამის შესახებ მუსკომედიის თეატრის მსახიობმა ეკა დემეტრაძემ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" გიორგი გიონაშვილის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა. 

"იმის გამო რომ ნარკოტიკი არის ცუდი და მე ახლა ბახალას დავიჭერ და 8 წელი ციხეში ჩავსვამ, ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ზრუნავს ჩემზე. ამას ვერასოდეს ვერ დავიჯერებ. ამდენი ხნით "ბახალას" ჩასმით ჩემზე ზრუნავენ და ჩემი შვილის მომავალზე, მე ამის არ მჯერა. მე არ მინდა რომ სახელმწიფო ასე ექცეოდეს საქართველოს მოქალაქეებს. მე და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი იმ ჩვენი ძალიან მცირე ოდენობის ხელფასიდან საკმაოდ დიდ პროცენტს ვიხდით, რომ სახელმწიფომ და მთავრობამ რაღაცეები ისე დაალაგოს როგორც საჭიროა. მე არ მინდა რომ ეს ხდებოდეს და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ახლა უკვე მოხდა ისეთი რამ, რაც ალბათ, ვეღარ გაგვაჩერებს" - განაცხდა დემეტრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი მოსამართლემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ფაქტზე დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.