მთვრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს ახალი ბიზნესობუდსმენი, დავით ნარმანიას დროს მისი ყოფილი მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე წარუდგინა.
პრემიერმა ლექვინაძეს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში.
"ირაკლის საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, გახლდათ მერის მოადგილე, პროფესიით არის ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, სხვადასხვა დორის იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი, და ახლგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიც გახლათ, ირაკლის ბიზნეს საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში, არის ძალიან წესიერი ადამიანი და კარგი პროფესიონალი, და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა ეს ინსტიტუტი ძალიან ეფექტური, ირაკლი გააგრძელებს იმ კარგ ტრადიციას, რომელიც ამ სამსახურში შეიქმნა და ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში, მინდა მას წარმატება ვუსურვო", - განაცხადა პრემიერმა.