რამაზ საყვარელიძე: სამხრეთ ოსეთი მთლიანად კარგავს სუვერენობას და ამ ქვეყნის ბედ-იღბალს რუსული ჯარი გადაწყვეტს

11:18 01-25-2018
187

სამხრეთ ოსეთი, როგორც თვითონ არქმევენ მთლიანად კარგავს სუვერენიტეტობას და ამ ქვეყნის ბედ-იღბალს გადაწყვეტს რუსული ჯარი - ამის შესახებ პრაიმტაიმს პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ რუსეთის დუმის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით განუცხადა. 

ასახვის მხრივ დიდად არაფერი არ მოხდება, რადგან ტერიტორიას ვერ ვაკონტროლებთ და მდგომარეობა ამ ნაბიჯით არ შეიცვლება. მაგრამ თვითონ სამხრეთ ოსეთი, როგორც თვითონ არქმევენ მთლიანად კარგავს სუვერენობას და ამ ქვეყნის ბედ-იღბალს იქ რუსული ჯარი გადაწყვეტს. ფაქტიურად არის  ეს ოკუპაციის ახალი ფორმაა წარსულისგან განსხვავებით - განაცხადა საყვარელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან სამხედრო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა. დოკუმენტის რატიფიკაციის თხოვნით, სათათბიროს ჯერ კიდევ გასული წლის 2 დეკემბერს მიმართა ვლადიმერ პუტინმა.