ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მართლაც საპასუხისმგებლო თანამდებობაა.
როგორც ლექვინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეცდება, ბიზნესში არსებული პრობლემები ხელისუფლების შესაბამის უწყბებამდემ იიტანოს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელობანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს შორის, და ბუნებრივია, შევეცდები, რომ ის საკითხები, რომელიც მუშაოვდება ბიზნესში, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს მიტანილი ხელისუფლებამდე. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, პირველ რიგში არის ის, რომ იქნება ძალიან ეფექტური კომუნიკაცია ყველა ბიზნესაცოციასთან, იქნება ეს მსხვილი ბიზნესი, თუ მცირე, რეგიონალური, თუ სექტორული ბიზნესაცოციაციები. ზოგადად, ქვეყანაში ბიზნესგარემო არის ძალიან პოზიტიურია, ამას ადასტურებს სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. ნებისმიერი ინიცაიტივა, რომელიც იქნება გონივრული, არგუნემტირებული, აქტიურად იქნება განხლული შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მთავარი მიზანია, რომ შედგეს მაქსიმალურად ბევრი კომპრომისი ისეთ საკითხებზე, რომელზეც შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა მოსაზრება", - განაცხადა ლექვინაძემ.