ქართული ფილმი "ჰორიზონტი" ბერლინალეზე სექცია „პანორამაში" მოხვდა

13:39 01-26-2018
301

თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის, ჰორიზონტი, მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში პანორამა გაიმართება.

ფილმი, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველო-შვედეთის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს კი ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.

ვულოცავთ თინათინ ყაჯრიშვილს, ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს და წარმატებულ პერმიერას ვუსურვებთ ბერლინალეზე. 

ფილმი ჰორიზონტი, საქართველოს კინოთეატრებში, 2018 წლიდან გამოვა. ბერლინის 68-ე კინოფესტივალი, 2018 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს, დასრულდება.

ავტორი: რუსა ღვანიძე