ქართველი კინორეჟისორი, ელდარ შენგელაია, დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს, ქალაქ თბილისში. რეჟისორი დღეს, 85 წლის გახდა.
1958 წელს, დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959წწ. კინოსტუდია მოსფილმის, ხოლო 1960 წლიდან, კინოსტუდია ქართული ფილმისკინორეჟისორია.
ელდარ შენგელაია, არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: თეთრი ქარავანი (1964), მიქელა (1965), არაჩეულებრივი გამოფენა(1969), შერეკილები (1973), სამანიშვილის დედინაცვალი (1977), ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (1983), ექპრეს-ინფორმაცია(1993), ვიდეო-ფილმისა 9 აპრილის ტრაგედია და სხვ; სცენარის ავტორი ფილმებისა: მიქელა, ექპრეს-ინფორმაცია; პროდიუსერი ფილმებისა: სკამი, ერთი ლეღვი გზაზე, საშობაო საჩუქარი.
ამ წუთებში, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, ზურაბ მაღალაშვილი და საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი, ზაზა ურუშაძე მასპინძლობენ.
ელდარ შენგელაია 85!
GNFC - Georgian National Film Center
იხ. ვიდეორგოლი: