პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 21 მარტისთვის, საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან იმისთვის, რომ საბოლოოდ ეყაროს კენჭი იმ ცვლილებებს, რომელშიც არის ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს ამასთან დაკავშირებით პოზიტიური დასკვნა აქვს გამოქვეყნებული.