ახმედ ჩატაევის საქმეზე აქამდე უცნობი ფოტოები - TV პირველის ექსკლუზივი

20:56 01-26-2018
450

ტვ "პირველი" საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილი და თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევის აქამდე უცნობ ფოტო მასალას ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნული ფოტომასალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო მასალებში მტკიცებულების სახით დევს.