ნინო ჯანგირაშვილი: "ბორდიდან დაწყებული ამ მენეჯმენტით დამთავრებული გამოსაყრელები ხართ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან"   

21:52 01-26-2018
214

უმსგავსოები ხართ მთელი საზოგადოებრივი მაუწყებელი - ასე მიმართა ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა გოგა კოხრეიძეს. მისივე თქმით, ის არ აპირებს, რომ გოგა კოხრეიძესთან დისკუსიაში შევიდეს. ამის შესახებ ჯანგირაშვილმა გადაცემაში თავისუფალი სივრცე განაცხადა. 

მე ბატონ გოგა კოხრეიძეს დემაგოგიაში არ ავყვები, საინტერესო რამეს ამბობდა თუ რატომ სჭირდებათ მაინცდამაინც რეკლამა, მოდით თქვას და მერე ვუპასუხებ. ისეთ საოცრებებს ამბობს და მგონი ამ ტიპის დისკუსიაში შესვლა გამიჭირდება იმიტომ, რომ სხვადასხვა პლანეტებზე ვართ. ბრძანოს და მერე ჩემს სათქმელს ვიტყვი... თქვენ ხართ საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივარი. შავ- ბნელ ლაქას დაემსგავსა საზოგადოებრივი მაუწყებელი. მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი. თუ გინდათ მოისმინეთ და მომისმინეთ. გიყურებიათ მოამბისთვის, რას დაემსგავსა მოამბე ან საერთოდ ჟურნალისტიკა ის რა თქვენთან ხდება... ბორდიდან დაწყებული ამ მენეჯმენტით დამთავრებული გამოსაყრელები ხართ იმიტომ, რომ თქვენ გააქრეთ, მოსპეთ საზოგადოებრივი მაუწყებელი- განაცხადა ნინო  ჯანგირაშვილმა.