ბრაზილიის ერთ-ერთ კლუბთან სროლისას 10 ადამიანი დაიღუპა

18:28 01-27-2018
76

ბრაზილიის ერთ-ერთ კლუბთან სროლას სულ მცირე ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ექვსი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Globo ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შეიარაღებული პირები ფორტალეზის ერთ-ერთ კლუბთან ავტომობილით მივიდნენ და უმისამართო ცეცხლი გახსნეს.

თავდასხმის მიზეზი შესაძლოა ნარკოტიკის გამო არსებული დაპირისპირება იყოს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე