28 იანვარს, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება. როგორც "ფეისბუქის ივენთში" გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, აქციის ორგანიზატორები სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები არიან, რომლებსაც აწუხებთ კრიმინოგენული ვითარების ზრდა და ამისათვის აპირებენ საზოგადოების გაერთიანებას.
აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.
"აქციის ჩატარების იდეა გაჩნდა იმიტომ, რომ ქუჩის მენტალიტეტი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სახელმწიფოს, საზოგადოებას და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ხელყოფს, ცვლის ჯანსაღ ღიებულებებს და საზოგადოების დადებით დამოკიდებულას თქვენს მიმართ. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ საზოგადოების წევრობისა და დაკარგული ნდობის აღსადგენად.
გახსოვდეთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება თქვენს გვერდით არის: ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევებში აუცილებელია სამართალდამცავ სტრუქტურებთან დროული თანამშრომლობა.
მოგეხსნებათ, რომ გახშირებულმა არასრულწლოვნების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა სრულიად შეძრა საქართველო. ამ ფაქტების გათვალისწინებით დროა ოპერატიულად გონივრული და სამართლებრივად შინაარსობრივი ნაბიჯები გადავდგათ სახელმწიფოსთან ერთად. ეს ფაქტი არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ჩვენს ყველაზე დიდ პრობლემასაც წარმოადგენს.
ჩვენ წამოვიწყეთ კამპანია „არაქუჩისაკადემიას, არა დანაშაულს, ჩვენ გვსურს განვითარება”
ასევე შეიქმნა ჩვენი ოფიციალური გვერდი Facebook-ზე " არა დანაშაულს, არა ქუჩის აკადემიას" და თებერვლიდან (აქციის შემდეგ) გავხდებით კიდევ უფრო აქტიურები, დავიწყებთ სამართლებრივი შეგნების განვითარებას მოზარდებში და ყველანი ერთად დავამხობთ ქუჩის მენტალიტეტს ვინაიდან ეს ქართული არასდროს ყოფილა.
ყველამ ერთხმად გავაპროტესტოთ ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარება და ვიმსჯელოთ დანაშაულის პრევენციაზე.
მოგეხსნებათ, რომ აქციის მსვლელობა უნდა იყოს სამართლებრივად შინაარსობრივი და მისი მიზანი სიღმისეულად გააზრებული იმისთვის, რომ გვქონდეს შედეგი.
შესაბამისად ჩვენს მთავრობას მივმართავთ შემდეგი სიტყვებით
1. გახშირდეს საპოლიციო კონტროლი ვინაიდან უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დამოტანჟდეს მეტალოდეტექტორები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
3. მანდატურის სამსახურში განხორციელდეს სრულმაშტაბიანი რეფორმა, რომელიც ორიენტირებული იქნება სამართლებრივი შეგნების განვითარებისკენ და იმისკენ, რომ მოზარდი ჩამოაყალიბოს სრულფასოვან, ღირსეულ და კანონმორჩილ საზოგადოების წევრად.
4. განხორციელდეს სრულ მაშტაბიანი რეფორმა, რომელიც ორიენტირებული იქნება პიროვნება ჩამოაყალიბოს კანონმორჩილ და ღირსეულ საზოგადოების წევრად.
5. შემუშავდეს არასრულწლოვნების მიერ განხორციელებულ დანაშაულებზე პრევენციული მექანიზმი.
6. გამკცრდეს სანქცია ცივი იარაღის - დანის ტარებაზე.
7. გააქტიურდეს ფსიქოლოგების ჩართულობა.
ჩვენი აქციის მოთხოვნას არ წარმოადგენს ნულოვანი ტოლერანტობის აღდგენა, რადგან ყოველი დემოკრატიული სახელმწიფო ორიენტირებულია ადამიანის რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციაზე ვინაიდან დანაშაულში ჩამდენი პირი სახელმწიფოს დაუბრუნდეს ღირსეულ საზოგადოების წევრად. სახელმწიფოების უმეტესობა ორიენტირებულია, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა გახდეს მეტად ჰუმანური, რათა ადამიანმა შეძლოს სახელმწიფოში დაბრუნდება, როგორც ღირსეული საზოგადოების წევრი, დაუშვებელია მათი გარიყვა. ჩვენ არუნდა დაგვავიწყდეს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი საზოგადოების ნაწილსაც წარმოადგენს.
ჩვენი სამომავლო მიზნებია
1. შეურიგებელი ბრძოლას გამოვუცხადოთ ქუჩის მენტალიტეტს და მის აღმოსაფხვრელად შევიმუშავოთ არაერთი პროექტი, განვახორციელებთ მოზარდების სამართლებრივი შეგნების განვითარებას და დავამსხვრევთ „ქუჩურ“ სტერეოტიპებს, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს საზოგადოებაში და განსაკუთრებით მოზარდებში.
2. მოზარდმა დროთა განმავლობაში გაანალიზოს, რომ მისი ცხოვრებისეული სტილი მნიშვნელოვნად ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. მას გათვითცნობიერებული ექნება დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შემდგომი ფაქტორები, თუ რატომ არის საჭირო პოლიციასთან თანამშრომლობა და მისი გამოძახება დანაშაულის ან სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე თუ როგორ დაიცვას თავი მშვიდობიანი, დიპლომატიური და არა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით და რაც მთავარია ჩვენს უპირველეს მიზანს წარმოადგენს ის, რომ მოზარდმა დახმარების შემთხვევაში უპრობლემოდ შეძლოს შესაბამისი ეკიპაჟის გამოძახება.
3. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროსა და საზოგადოებას შორის ჩამოყალიბდეს მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ მომავალი თაობა ჩამოყალიბდეს სრულფასოვან, კანონმორჩილ და ღირსეულ საზოგადოების წევრად.
აქციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გაითვალისწინეთ: ეს აქცია არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ქმედება უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამართლის ნორმებს", - აცხადებენ ორგანიზატორები.