"არ ვაპირებ ეს ვიდეო ავიღო..." - სკანდალი ერეკლე დეისაძის ახალი კლიპის ირგვლივ

14:14 01-29-2018
470

გუშინ სოციალურ ქსელში მომღერალ ერეკლე დეისაძის ახალი ვიდეორგოლი გამოჩნდა, მისი გავრცელებიდან რამდენიმე საათში მუსიკოსს სიმღერის აღება მოსთხოვეს.

აღნიშნულის შესახებ თავად მომღერალმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. როგორც დეისაძე ამბობს, ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები მხოლოდ უმცირესობას ადარდებს და ამ მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია, საავტორო უფლებებზე დავა მისთვის ღიმილის მომგვრელია.

“მეგობრებო, ჩემი შემოქმედების გამო არაერთხელ გავმხდარვარ კრიტიკის ობიექტი, ამას მე მიჩვეული ვარ, არც ეს სიმღერა აღმოჩდა გამონაკლისი, უბრალოდ ასეთ მოკლე ვადებში არ ველოდებოდი, მოითხოვენ რომ ვიდეო ავიღო, სხვა შემთხვევაში ამაში საავტორო უფლებების ასოციაცია ჩაერთვება და შესაბამისი უწყებები სამართლებრივი გზით შეეცდებიან ამ საკითხის გადაწყვეტას.

ჩემი შემოქმედება ჩემი იდეური ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია, ქვეყანაში სადაც ადამიანის უფლებები მხოლოდ უმცირესობას ადარდებს და ამ მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია, საავტორო უფლებებზე დავა ჩემთვის ღიმილის მომგვრელია.

მე არ ვაპირებ ეს ვიდეო ავიღო. ალბათ იუთუბს’ მიმართავენ და წაშლიან, მაგრამ ჩემი ხელით ეს არ მოხდება. დარღვეულია საქართველოში”

იუთუბზე სიმღერის სათაურია ” ხალხური”, თუმცა მუსიკა გია ყანჩელის მუსიკალური კომპოზიციის ” შენ ერთადერთი” თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს, - წერს მომღერალი. 

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე