"ემუქრებიან ავტორს, რომელიც რეალურიად პოლიტიკურ აზრს გამოხატავს..."- იაგო ხვიჩია ერეკლე დეისაძის ახალ ვიდეორგოლთან დაკავშირებით

14:24 01-29-2018
163

გირჩის წევრი იაგო ხვიჩია მომღერალ ერეკლე დეისაძის ახალ ვიდეოსთან დაკავშირებულ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ხვიჩია წერს, 

იურისტებს სამართლიანობის გრძნობა ისე როგორ დაგვიჩლუნგდა, რომ სრულიად სხვა სიმღერას, სულ სხვა გონების, ფიქრის და აზრის ნაყოფს, ორიგინალისაგან 100% განსხვავებულ ვერსიას, განსხვავებულ კონტექსტს და სულ სხვა სათქმელს, ვზღუდავთ და სრულიად ბუნებრივად მიგვაჩნია, თუ ამას დავუძახებთ საავტორო უფლებათა დაცვას.

ისეთ კანონებს ვწერთ, რომ ადამიანებს ტყუილად გადავკიდებთ ერთმანეთს.

ამ კანონის ავტორმა, სიმღერის ავტორს (ან მემკვიდრეს) უთხრა, რომ შეუძლია პრეტენზიით მიადგეს, ახალი სიმღერის ავტორს.

იმანაც დაიჯერა და შაირობს. ასეთი შაირიანებისთვის მთავრობამ შექმნა ინსტიტუცია და ახლა ამ ინსტიტუციის სახელით, ემუქრებიან ავტორს, რომელიც რეალურიად პოლიტიკურ აზრს გამოხატავს.

ამბობენ რაღაც ნოტების ერთობლიობა სხვას ეკუთვნოდა და შენ რატო გამოიყენეო.

ხელოვანნო, და ავტორნო გახსოვდეთ, ესაა ის ფასი, რასაც სხვა ხელოვანნი იხდიან, თქვენ რო ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში სახელმწიფოს იძახებთ მშველელედ მაშინ.

მაგრამ ვიცი ეგ მსჯელობა ფეხებზე გკიდიათ, სახელმწიფოს მიერ საავტორო უფლებათა სამართლიან დაცვაზე ლაპარაკობთ ხოლმე და არა ასეთ უსამართლოზე...

Erekle Deisadze სიმღერა კი აქტუალურია, როგორც ყოველთვის, - წერს ხვიჩია.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში მომღერალ ერეკლე დეისაძის ახალი ვიდეორგოლი გამოჩნდა, მისი გავრცელებიდან რამდენიმე საათში მუსიკოსს სიმღერის აღება მოსთხოვეს.



ავტორი: ლილუ მიროტაძე