გუშინ სოციალურ ქსელში მომღერალ ერეკლე დეისაძის ახალი ვიდეორგოლი გამოჩნდა, მისი გავრცელებიდან რამდენიმე საათში მუსიკოსს სიმღერის აღება მოსთხოვეს.
აღნიშნულის შესახებ თავად მომღერალმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. როგორც დეისაძე ამბობს, ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები მხოლოდ უმცირესობას ადარდებს და ამ მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია, საავტორო უფლებებზე დავა მისთვის ღიმილის მომგვრელია.
"პრაიმტაიმი" ერეკლე დეისაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ვიდეორგოლთან დაკავშირებით პრობლემა უკვე მოგვარდა.
"პრეტენზია თავდაპირველად მოვიდა საავტორო უფლების ასოციაციიდან, შემდეგ ტელეფონით ვესაუბრე ყანჩელის ვაჟს, რომელმაც მომისმინა. ამ ეტაპზე, პრეტენზია არავის აქვს", - აცხადებს დეისაძე.
"პრაიმტაიმი" საავტორო უფლებების ასოციაციასაც დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ აღნიშნულ საკითხში ჩართვას აღარ აპირებენ, რადგან მხარეები მათგან დამოუკიდებლად მოგვარდნენ.