სერგო ფუტკარაძე-თუ ჩვენთვის კუთვნილ ადგილს დავიბრუნებთ, ინვესტორი მზადაა დააფინასოს კლუბი

16:02 01-29-2018
165

ლევან კობიაშვილის ვიდეო  მიმართვას ეხმაურება “ზესტაფონის” პრეს-სამსახურის უფროსი სერგო ფუტკარაძე და მზაობას გამოთქვამს,როგორც საფეხბურთო კლუბის ქართულ ფეხბურთში დარჩენის შესახებ,ასევე ქართული ფეხბურთის იმიჯის შემლახავი მანკიერებების წინააღმდეგ ბრძოლას .
„ჩვენ ქართულ ფეხბურთში დარჩენას ვაპირებთ,მეტიც ყველა მთელი იმ ნაკლოვანებათა წინააღმდეგ ბრძოლას ვაპირებთ,რომელიც ქართული ფეხბურთის სახეს ამახინჯებს. ვაპირებთ ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას.“-ამბობს პრაიმტაიმთან საუბარში სერგო ფუტკარაძე
მან ისაუბრო ფედერაციის დამოკიდებულებაზე ილია კოკაიასადმი,როგორც პერსონისადმი მიუღებლობაზე:
„მე ამ ხალხს მზაობა ვერ შევამჩნიე , ილია კოკაიასადმი ,როგორც პეროსნისადმი პრობელმამდე მიდიოდა საქმე. არადა კოკაიას 2004 წლის მერე 30 მილიონზე მეტი ლარი დახარჯა ქართულ ფეხბურთში. მათი ქმედებები წინა მენეჯმენტის ტონს , მანერებს და სტილს მაგონებს.“-განაცხადა  „ზესტაფონის“ პრეს-სამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ.
კლუბის დაფინანსების შესახებ ინვესტორის მზაობა გამოთქვა სერგო ფუტკარაძემ:
„თუ ჩვენთვის კუთვნილ ადგილს დავიბრუნებთ, ინვესტორი მზადაა დააფინასოს კლუბი. საიდანაც მოგხვსნეს უსამართლოდ, ამის დაპირება 2015 წლის 3 ოქტომბრის არჩევნებისას პირადად აქვს გაჟღერებული ლევან კობიაშვილს- დაახლოებით 400 მდე ზესტაფონელი  გულშემატკივრის წინაშე. „- დასძინა სერგო ფუტკარაძემ.

ავტორი: ლაშა ბაბუხადია