მაკა ზამბახიძის მესამედ გათხოვების ამბავი თბილისში ოქტომბერში გავრცელდა. მომღერალი ჭორებს უარყოფდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად. წყვილი ერთად ზაფხულიდან მოყოლებული ცხოვრობს. მართალია, ზამბახიძე 7 წლით უმცროს ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს არ ასაჯაროვებს, მაგრამ დრონი.ჯი-ს მათი საერთო ფოტო ჩაუვარდა.
შეგახსენებთ, რომ მაკა ზამბახიძის რჩეული, 27 წლის ძიუდოისტი, მიხეილ ჩოხელია. მომღერალი და ძიუდოისტი ერთად წყნეთში ცხოვრობენ, რაზეც პრაიმტაიმი ექსკლუზიურად წერდა.