პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის კანონპროექტზე იმსჯელეს, რომლის ცვლილება არ ეხება რეზერვთან დაკავშირებულ ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვის ნაწილს.
როგორც აღინიშნა, ცვლილება მოხდება უშუალოდ სათაურში, ძველი კანონის სათაური, იცვლება ახალი კანონის სათაურით, რომლის განხილვაც 8 თებერვალს მოხდება პირველი მოსმენით.
სხდომაზე ასევე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, რომელის პირველი 55 საკითხი ახალი ფქრაქციების შექმნიდან გამომდინარე, კომიტეტების პერსონალური შემადგენლობის ცვლილებას და კვოტების გადანაწილებას ეხებოდა.
ანგარიშებში საუბარი იყო ასევე 2017 წელს პარლამენტის დელეგაციის ჩინეთში სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ სახელმფისო პენსიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის მუშაობის აგნარიში.
საბა ხვიჩია