2012 წელს ჩვენთან ერთად გაიმარჯვა სანდრო გირგვლიანმაც - მამუკა მდინარაძე

16:58 01-29-2018
107

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. 

მისი თქმით, 12 წელი გავიდა მკვლელობიდან, რომლიც რეჟიმის მხრიდან ადამიანის მიმართ ძალადობის სიმბოლოდ იქცა.

"12 წელი გავიდა მკვლელობიდან, რომლიც რეჟიმის მხრიდან ადამიანის მიმართ ძალადობის სიმბოლოდ იქცა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება მართლმსაჯულების და ადამიანის წინააღმდეგ.  

2012 წელს, არ გაუმარჯვია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციას, 2012 წელს ჩვენთან ერთად გაიმარჯვა სანდრო გირგვლიანმაც, 2012 წელს გაიმარჯვა ადამიანმა ძალადობრივ რეჟიმზე", - განაცხადა მდინარაძემ. 

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე