მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ექსპერტიზა ორმა კომპანიამ - შპს „სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ“ და შპს „რეალ ექსპერტმა“ ჩაატარა.
შპს „რეალექსპერტმა“ პროექტის ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა უზრუნველყო, მოცულობითი აზომვითი ექსპერტიზა კი, შპს „სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს“ მიერ ჩატარდა.
აღნიშნული ორი კომპანია შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ არის დაქირავებული. ორივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, ობიექტი შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამშენებლო სამსახურმა ჩაიბარა.
დღეს, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამოშლის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.