მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ექიმმა გიროგი კვარაცხელიამ "ტვპირველთან" განაცხადა, პაციენტს გოგონას ქირურგიული ჩარევა ლავიწის ძვლის მიდამოებში, მისი მოტეხვის გამო დასჭირდა.
ექიმის თქმით, პაციენტი სახლში ხვალ გაეწერება, თუ რაიმე სახის გართულებას არ ჰქონდა ადგილი.
დღეს მეტროსადგურში, ჭერის ჩამოშლის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.