დავით კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ "რადიო თავისუფლებიდან" სხვა თანამშრომლებიც გაათავისუფლონ

22:14 01-30-2018
240

რადიო თავისუფლების (RFE/RL) ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

როგორც კაკაბაძემ პრაიმტაიმთან საუბარში აღნიშნა, დაახლოებით სამი საათის წინ უთხრეს, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.

მიზეზზე ბევრი დაიწერა. ეს იყო რუსთავი 2-თან პარტნიორობის საკითხში უთანხმოება. ივნისში ჩვენი ორი გადაცემა, რომელიც საზოაგდოებირვი მაუწყებლის ეთერში გადიოდა, აღარ გაგვიგრძელა კონტრაქტი მაუეყებელმა და ახალი კონტრაქტის მოძიების პროცესში, როდესაც ჩვენი გეგმები უფროსობას გავაცანით, გვითხრეს, რომ ასე არ ვარგა, უფრო რეიტინგი პარტნიორი უნდა მოძებნოთ, კერძოდ კი რუსთავი 2-იო. ვუთხარით, რომ არ გვინდოდა თანამშრომლობა ისეთ მედიასაშუალებასთან, რომელიც ასოცირებულია ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან - არ აქვს მნიშვნელობა ეს მთავრობა იქნება, ოპოზიცია, თუ სხვა. ეს იყო თავი და თავი. მერე გამწვავდა, ზეწოლა გაძლიერდა. ვთქვი, რომ მე სანამ აქ ვარ, ეს არ მოხდება მეთქი. ცოტა ხანი ვიჭიდავეთ ასე ვთქვათ და დღეს გამომიცხადეს, რომ გათავისუფლებული ხარო, - აღნიშნა კაკაბაძემ.

კითხვაზე, მარტო მან დატოვა რადიო თავისუფლება ამ კონფლიქტის გამო, თუ კიდევ არიან სხვები, კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ ხელმძღვანელობამ სხვა ისეთი თანამშრომლებიც გაათავისუფლოს, რომელიც მათ აზრს არ იზიარებს. 

ჩემი ნებით არ დამიტოვებია, გამათავისუფლეს და ახლა როგორ გაგრზელდება და რა იქნება. ჩემს კომპეტენციას სცილდება. საკითხთან დაკავშირებით, სრული ერთსულოვნება იყო რედაქციაში როგორც პრაღაში, ისე თბილისში, შესაბამისად, შეიძლება გაუჩნდეს ხელმძღვანელობას სურვილი, რომ სხვა თანამშრომლებიც დაითხოვოს. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება და ამას იკმარებენ. საბედუროდ, ისეთი ხელმძღვანელობაა რადიოში, მაღალი ეშელონების ხალხზე მაქვს საუბარი, ძალიან არ მოსწონთ და უყვართ, როდესაც ვინმე პრინციპულად თავის პოზიციას იცავს. აშკარა ნაკლებობაა დისკუსიის და ის პრინციპები, რასაც ვემსახურებით და სხვას ვასწავლით ჭკუას და ცხოვრებას, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ირღვევა თვითონ რადიოს შიგნით, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. შეიძლება ვინმემ იფიქროს,რ ომ განაწყენებული კაცის პოზიციიდან ვსაუბრობ, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებად შეიწყნარებენ განსხვავებულ აზრს და გულდასაწყვეტია, - განაცხადა კაკაბაძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე