მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი გიორგი საკარული, რომელიც ამჟამად თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადის, "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემთხვევასთან დაკავშირებით წერს.
როგორც გიორგი ამბობს, დაშავებულებს ახლა ტენდერი ვინ მოიგო, ის კი არ აინტერესებთ, მათ პრობლემებზე ვინ იზრუნებს, საინტერესო ის უფროა, სახლში გაწერის შემდეგ, მკურნალობის, რეაბილიტაციის ხარჯებს ვინ გაიღებს.
"კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ახლა კი მომხდართან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს: დღეს მე და დანარჩენმა 13-მა ადამიანმა, სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ! გვაინტერესებს ახლა ჩვენ ტენდერი ვინ მოიგო?????
ჩვენი, მეტროში დაშავებული ადამიანების პრობლემა ნამდვილად არ არის ტენდერი ვინ და რომელმა კომპანიამ მოიგო! აღნიშნულთან დაკავშირებით პასუსმგებლობა რა თქმა უნდა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, თბილისის მერიას, ხარისხის მართვის კოომპანიას ეკისრება.
გამოკვლევები გვიტარდება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებით და მერე რა?? იქნებ ზემოთ ხსენებული კომოპნიებიდან ვინმე მოსულიყო და ეკითხა ჩვენი მდგომარეობა! მეტროში არ დავშავდით თუ რადგან საავადმყოფოში მოგვიყვანეს, მათზე პაასუხისმგებლობა არ ვრცელდება???!!!
მეც და სხვებიც, მეტროში დავშავდით, დანარჩენი, ტენდერები, კონკურსები ჩვენი საქმე არაა! აქვე დავამატებ, რომ ამ საქმეს საავადმყოფოს კედლებში არ დავტოვებ და ბოლომდე მივყვები! სახლში გაწერის შემდეგ, მკურნალობის, რეაბილიტაციის ხარჯებს ვინ გაიღებს?? მორალური, მატერიალური ანაზღაურება, ერთი კვირა სამსახურის გარეშე, ვინაა პასუხისმგებელი ჩემს ოჯახზე, ე. წ. კომპენსაცია, ვინ გაგვცემს პასუხებს?", - წერს საკარული.
შეგახსენებთ, მეტროსადგურში მომხდარი შემთხვევის შედეგად, სულ 14 ადამიანი დაშავდა.